Monday, July 14, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

14.07.2014წ. --- დღეს დავასრულეთ პროექტი, ავტვირთეთ და კმაყოფილი ვარ. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი გავიხსენე, რამაც ბევრი იდეა მომიყვანა თავში. თუ არ ,,ვიზარმაცებ და ერთ პროექს დამოუკიდებლად გავაკეთებ" კარგი იქნება.
მადლობა ტრენერს და რა თქმა უნდა, განათლების მართვის ცენტრს ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის, ტრენინგებისთვის, მხარდაჭერისთვის.

მერვე დღის რეფლექსია

12.07.2014წ. ---- დავასრულე გეგმა, არ მომწონს, მაგრამ... გავაკეთე პრეზენტაციები(მოსწავლის სავარაუდო და მასწავლებლის). ძალიან კარგი იყო, ყველაფერი გავიგე, მაგრამ მუშაობისთვის მეტი დრო არის საჭირო.

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

10.07.2014წ. --- ტრენერისგან მკაცრი მითითება დავიმსახურე(რა თქმა უნდა არაპირდაპირი), რადგან საშინაო დავალება ვერ მოვამზადე(ვიზარმაცე). ჩემს თავს მივეცი პირობა, მომავალ ტრენინგზე პროექტის მთლიანი ,,ჩონჩხი" მაინც მექნება, მეტი თუ არა. მოწოდებული მასალა ყველა გასაგები და მისაწვდომია, რა მიშლის ხელს?

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

08.07.2014წ. --- ვაგრძელებთ სასწავლო პროექტზე მუშაობას, რომლის პროცესში ბ-ნმა დათომ ახალ-ახალი იდეები მომიყვანა  თავში (ამიტომ, მიმაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი მოსწავლეს კი არ ,,აზეპირებინებს" მისთვის გაუგებარ მასალას, არამედ მოსწავლეს ,,უკაფავს" გზას, რათა მან  თავად, კვლევის პროცესში შეისწავლოს, გაუჩნდეს ინტერესი და ა.შ.). კიდევ ერთი მადლობა ბ-ნ დათოს ამისთვის.
 შევისწავლეთ(უფრო სწორად გავიმეორეთ) სლაიდების  მომზადების ტექნოლოგია. იმდენად საინტერესო გაკვეთილია, მეგობრები მეძახიან და მუშაობისთვის თავის დანებება მიძნელდება.

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია


05.07.2014წ. --- ვისწავლეთ და პრაქტიკულად გავიწაფეთ დისკზე  მოცემული პორტფოლიოს(ან ფაილის) გაზიარებაში, ამავე დროს გავიმეორეთ წინა მასალა. რაც შეეხება გეგმის პროექტს, შეფასებების რუბრიკა მიმაჩნია შრომატევადად, მაგრამ  სხვა რა გზაა --- ვიმეცადინებ და ვისწავი.

მეოთხე დღის რეფლექსია


         03.07.2014წ. --- რთული სამუშაოა სასწავლო პროექტი, თუმცა საინტერესო და ბევრისმომცემი. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, დისკზე პორტფოლიოს შენახვას, ვაგრძელებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. ამჯერად გავიგე, რას ნიშნავს  მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები.